Shemiyvare.Net ქართული პოეზიის ვებ საიტი! ისტორიები, ჩანახატები, ლექსები, სტატუსები, წარწერები, ვიდეოები, სურათები, სტატიები, ტესტები, გამოკითხვები, აუდიო, რჩევები, სხვა

პოემა განდეგილის შინაარსი

0
ნაწარმოები მონასტრის ადგილმდებარეობის აღწერით იხსნება, სადაც ამქვეყნიურ ცოდვებსა და მშფოთვარებას განრიდებული შუახნის ბერი დამკვიდრებულა. განდეგილმა ყველა ბოროტი ზრახვა მოიშორა და სულის ხსნაზე ზრუნვა დაიწყო.
ღმერთმა განდეგილს შეწყნარების ნიშანი მოუვლინა: ბერი სარკმლიდან დაშვებულ მზის სხივზე ლოცვების წიგნს აყუდებდა და ყოველდღე ამით ამოწმებდა ღვთის წყალობას.

ერთხელ, საშინელი ავდრისას სენაკში მყოფ ბერს ადამიანის ხმა შემოესმა. ავდრისგან გზააბნეული მწყემსი ქალი აღმოჩნდა, რომლის მშვენიერება მასპინძელმა მაშინვე იგრძნო. ქალმა მწირს თავისი თავგადასავალი უამბო. როგორც გაირკვა, ის მთის კალთებზე მამის ცხვარს აძოვებდა. ბალახმა ცხვარი ზევით ამოიტყუა, ვერ მწყემსმა ქალმა გაუძლო ბუნების სილამაზეს და ფარას გაჰყვა. უცებ ამინდი შეიცვალა, ცა ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა და წვიმამ ცხვარი გააფრთხო. გზააბნეული ქალი კი შემთხვევით მონასტერს მიადგა, რომლის შესახებაც მამისგან ადრეც სმენოდა.
თავისი თავგადასავლის მოყოლის შემდეგ ქალმა განდეგილს მისი ამბები გამოკითხა. როგორც გაირკვა, ბერი ყველა ახლობელს გამოთხოვებია და სული ღვთისათვის შეუწირავს. ქალს უკვირს, ღმერთს კაცის ყინულებში ყოფნა რად უნდაო? მონასტერში განმარტოებით ცხოვრებას მან სიკვდილი უწოდა. ბერმა უთხრა, რომ რომ ყოველი მიწიერი სიკეთე, რაც ქვეყნად არსებობს, სულის ბორკილია.

−მაშ ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით,
ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?

−იკითხა ქალმა.
ბერი პასუხობს, რომ ხსნის მრავალგვარი გზა არსებობს, ხოლო მას, უბედურს, ბედისგან ასეთი გზა ერგო. სიტყვამ „უბედური“ თვითონ ბერი შეაშფოთა: როგორ შეიძლებოდა სულის მშვიდობა უბედურებად მიეჩნია.
ბერმა ქალს შეხედა. მას ჩასძინებოდა. მძინარე მწყემსის მშვენიერების ხილვამ განდეგილს სულიერი ღელვა დაავიწყა და ტკბილი ძრწოლა იგრძნო. მას გაუკვირდა, ქალს მიუახლოვდა და მისკენ საკოცნელად გადაიხარა. უცებ შინაგანმა ხმამ წარწყმედის საშინელება აგრძნობინა, შემოესმა ეშმაკისეული ხარხარი, რომელიც ღვთისმშობლის ხატის წინაშე დამხობილმაც ვერ მოიშორა. ამ ხმას ვეღა გაუძლო და გიჟივით გარეთ გავარდა, რადგან ღვთისმშობლის ნაცვლად ცოდვილი ქალი ელანდებოდა.
თენდებოდა. გაფითრებული ბერი კლდე-ღრეში დაძრწოდა. როდესაც მზე ამოვიდა, გახარებული, სენაკში შევარდა, ხატს შეხედა და კვლავ ღვთისმშობელი დაინახა. აცრემლებულმა ღმერთს მადლობა შესწირა. ლოცვების წიგნი სხივს დააყრდნო, მაგრამ შუქმა წიგნი არ დაიჭირა. განდეგილს თვალები დაუბნელდა, რეტი დაესხა და სული განუტევა.
დაბრუნება

კატეგორია: სხვა . . .

გთხოვთ დარეგისტრირდეთ რათა მოგემატოთ უფლებები და უფრო მარტივათ დაამატოთ თუნდაც
კომენტარი.რეგისტრაცია

კომენტარი პოემა განდეგილის შინაარსი -ზე

სულ კომენტარები მასალაზე: 0

კომენტარის დამატება !!!

სახელი:*
E-Mail:
კომენტარი:
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ბმულის ჩასმადაცული ბმულების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი
მიუთითეთ კოდი: *

კომენტარის დამატება სოციალური ქსელების საშვალებით
გაიადვილეთ კომენტარის დამატება


 სტატისტიკა

სულ საიტზეა: 10
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 
- None online
რობოტი: 


 ბოლო ვიზიტორები: 
BlooDy
Leo
Emiiii

გამოკითხვა

შეყვარებული გყავთ?

კი love
არა belay
არც მინდა მყავდეს angry
გამირიგეთ ვინმე request
რეზულტტი

კალენდარი

«    ნოემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ტეგების ღრუბელი

) შენ თუ არ გიყვარვარ, )), ))) სევდიან სახით, _სტატუსები_ leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები , chanaxatebi, istoriebi, leqsebi, leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები, leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები სტატუსები s, statusebi, statusebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები, statusebi ❤❤❤ leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები, ახალი სტატუსები სიყვარულზე ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახ, ლამაზი სასიყვარულო სტატუსები, ლამაზი სტატუსები სიყვარულზე, ლექსები, ლექსი სიყვარულზე leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატ, მაპატიე, მზე, მიყვარხარ, , ოცნება, რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები, სიყვარული, სტატუსები, სტატუსები - statusebi, სტატუსები leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები სტ, სტატუსები სიყვარულზე, სულ ასე ^_^ leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები , ტკივილი leqsebi ლექსები sasiyvarulo istoriebi სასიყვარულო ისტორიები chanaxateb ჩანახატები სტატ

ყველა ტეგის ჩვენება